შარლ მიშელი – ბელარუსის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობის შეჩერება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია
ბელარუსის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობის შეჩერება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერით“ ავრცელებს.
„ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, როდესაც შეაჩერა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობა. ეს დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის და მკაფიო ნეგატიური გავლენა ექნება ბელარუსის ხალხზე. მათ ჩამოართმევენ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენი თანამშრომლობა სთავაზობს“, – განაცხადა მიშელმა.
ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
Belarus has taken another step backwards today by suspending its participation in the Eastern Partnership.
This will escalate tensions further and have a clear negative impact on the people of Belarus by depriving them of opportunities provided by our cooperation.
— Charles Michel (@eucopresident) June 28, 2021