შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატეს საერთო სურვილი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შესახებ.

შარლ მიშელის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე, ასევე ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შარლ მიშელის თქმით, დაკავშირებადობის კუთხით მხარეებმა მიაღწიეს აშკარა პროგრესს დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვას. მიშელის განცხადებით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან მიუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახჭევანის მიმართულებით და გავლით.

შარლ მიშელმა აზერბაიჯანს მოუწოდა, უზრუნველყოს გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგი ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობასთან.