შარლ მიშელი – ახლახან დავურეკე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია

00:19, 15.12.2023

ახლახან დავურეკე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ახლახან დავურეკე მოლდოვის პრეზიდნეტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც მათი ქვეყნები დგამენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია“, – წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

 

 

მსგავსი