შარლ მიშელი აცხადებს, რომ ანკარაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ცუდად ეძინა
შარლ მიშელი აცხადებს, რომ ანკარაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ცუდად ეძინა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ანკარაში ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო ცუდად ეძინა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა სკამების განაწილების ინციდენტზე გერმანულ გამოცემა, „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში ისაუბრა. შარლ მიშელის განცხადებით, „თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, უკან დაბრუნდებოდა და ინციდენტს გამოასწორებდა“.

„არ ვმალავ, რომ მას შემდეგ ღამე კარგად არ მეძინა, რადგან სცენები სულ თავში მიტრიალებს“, – თქვა მიშელმა ინტერვიუში.

თურქეთის დედაქალაქში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ქალი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაკვირვებული დარჩა, რადგან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გვერდით მხოლოდ ერთი სკამი იდგა, სადაც შარლ მიშელი დაჯდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მოგვიანებით ოდნავ მოშორებით დივანზე დასვეს. ევროკავშირში თურქეთი პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ თურქეთის ხელისუფლის წარმომადგენლებს დიქტატორები უწოდა. თავად თურქეთის მთავრობა პროტოკოლის დარღვევას უარყოფს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.