რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. მიზეზი იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტის დიქტატორად მოხსენიება გახდა, რომელთანაც, დრაგის თქმით, ევროპამ უნდა ითანამშრომლოს.

იტალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არ იზიარებს ერდოღანის შეუფერებელ საქციელს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიმართებაში, რა დროსაც ანკარაში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ დასვეს, რომელიც რანგით მასზე დაბლა იმყოფება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები პროტოკოლის არცოდნითაა განპირობებული და თურქეთის სტუმართმოყვარეობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.