შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
შარლ მიშელი 19 ივლისს სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში, 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შარლ მიშელის განრიგი ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

19 ივლისს შარლ მიშელი სიტყვით გამოვა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.

ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა.

დატოვე კომენტარი