შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ იმართება
შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ იმართება

თბილისში, შარდენზე, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ იმართება, რომელიც  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

„ღვინობისთვის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. თავიდან ღვინის დღით დავიწყეთ და დიდი დაინტერესების შედეგად უკვე ღვინის თვეს ავღნიშნავთ, რომელიც სხვდასხვა ღონისძიებას მოიცავს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვდასხვა კუთხეში. ეს არის წარმატებული რთველის დამთავრების აღნიშვნა, რთველი, რომელიც წელს ფერმერებისთვის რეკორდული მოსავლითა და შემოსავლით ჩატარდა. ეს არის ზეიმი. ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც მუდმივად ვახორციელებთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დიდ კომპანიებთან ერთად, ფესტივალში წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთნენ.