შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა
შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა.

ის უწყებაში ადვოკატთან ერთად, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

იაკობ ბრეგვაძის თქმით, დღეს მისი მისამართით კითხვები არ დაუსვამთ, რადგან საგამოძიებო უწყებას კითხვებით თავად მიმართა.

ბრეგვაძის განცხადებით, აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა მას დაზარალებულის სტატუსი, რაზეც პასუხი მიიღო.

„გამოძიებასთან მქონდა კითხვები, დაზარალებულად რატომ მცნეს. მათ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ მივიღე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე, ნახეს ჩემი „ინსტაგრამ“ მიმოწერები. დაბადების დღეზე ფოტოები არ გადამიღია, რადგან მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად. შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ იმ ღამეს დეტალურად არაფერი ვიცოდი, ძალიან აფორიაქებული ვიყავი. დილით გავიგე, კიდე ვერ იპოვეს ის ბიჭიო. ხვალ ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რაც გაინტერესებთ“, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.