შაქარაშვილის საქმეზე დღეს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება
შაქარაშვილის საქმეზე დღეს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სხდომაზე დღეს საქმის მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება. ამირხანაშვილის ადვოკატის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ამირხანაშვილი რამდენჯერმე არის დაკითხული და მას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები არც ერთხელ მიუცია.

„ვისარგებლებ ვითარებით და გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მივუსამძიმრებ. გურამ ამირხანაშვლი დაკითხულია ხუთჯერ. საქმე არის მოცულობითი, გამოკითხულია უამრავი მოწმე. ბუნებრივია, გამოძიების პროცესში ჩნდება კითხვები, ამ კითხვების დაზუსტების მიზნით, ის რამდენჯერმე გამოიკითხა. მისი გამოკითხვის ყველა ოქმი შინაარსობრივად ერთნაირია და ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის. მან გამოძიებას თავის დროზე სწორი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რაც მისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი იყო. ის მზად არის, იგივე ინფორმაცია დაადასტუროს. ამ თვეების განმავლობაში, ის განმარტებები, რაც კეთდებოდა მისი მისამართით, გამოძიებისთვის ხელის შეშლას და საზოგადოებაში მისი ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ შეატყობინა გურამ ამირხანაშვილმა დილამდე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მისი გაუჩინარების შესახებ, ადვოკატი განმარტავს, რომ მისთვის იმ დროისთვის არ იყო ცნობილი, რომ გიორგი შაქარაშვილი ასეთი უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო.

გურამ ამირხანაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის მაგისტრალზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებიდა.