შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება არ უნდა გაიზიაროს
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება არ უნდა გაიზიაროს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები ამავე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს დაკითხული ვახტანგ ახვლედიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა გაიზიაროს.

„დაუშვებლად უნდა ვცნოთ ეს ჩვენება, როდესაც მოწმე ამბობს თითქოს, მას ლ.შ-მ მიაყენა დაზიანება, შემდეგ კიდევ სხვა რამეს ამბობს. მას გამოძიების ეტაპზეც აქვს მიცემული ჩვენება და ამ ჩვენების შეცვლას იმით ხსნის, რომ იყო დაძაბული. შესაძლოა, მოწმემ აღიდგნოს ფერი, მაგრამ თუ პირმა მიაყენა დაზიანება და დაინახა მან ეს, როგორ შეიძლებოდა არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა შქარაშვილის სქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.

ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახვლედიანი საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებამდე მასთან ერთად იმყოფებოდა. მან თავადაც მიიღო დაზიანებები, რაც ექსპერტიზით არის დადასტურებული.

დატოვე კომენტარი