გიორგი შაქარაშვილის სახელს ერთ-ერთ სტადიონს მიანიჭებენ, – ამის შესახებ „საბურთალომ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, „საბურთალოს“ ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ“, – წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობის მოთამაშე იყო და მასზე გუნდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დიდი იმედებს ამყარებდა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივნისს კი, გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.