შანხაიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა
შანხაიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა

შანხაიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლას თავს დაესხა, რასაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა. თავდასხმა უცხო ენების საერთაშორისო დაწყებით სკოლაზე განხორციელდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები არიან ასევე ერთი მოსწავლე და ერთი ქალი.

ინციდენტი სკოლის შესასვლელში მოხდა. თავდამსხმელი 29 წლის მამაკაცია. ის ქალსა და სამ ბავშვს მოულოდნელად დანით დაესხა თავს. მიღებული ჭრილობებისგან ორი მოსწავლე ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

შანხაიში, აპრილში 28 წლის მამაკაცმა დანით სკოლის შვიდი მოსწავლე მოკლა.