„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ ირანის გაწევრიანების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიიოევმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

მირზიიოევის თქმით, ასევე დაიწყო ორგანიზაციაში ბელარუსისთვის წევრობის მინიჭების პროცედურები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ბაჰრეინი, მალდივები, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ყატარი და მიანმარი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დიალოგის პარტნიორის სტატუსს მიიღებენ.

უზბეკეთი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სპეციალური ეკონომიკური ზონების ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მირზიიოევმა თქვა, რომ უზბეკეთი წევრ ქვეყნებს სთავაზობს შეიმუშაონ საერთო პრინციპები და მიდგომები სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.