შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთს ზვერევი და მედვედევი დაუპირისპირდებიან

19:44, 12.10.2019

ჩინეთში მიმდინარე შანხაის „მასტერსზე“ დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ. მატჩი ორ სეტში რუსის გამარჯვებით ანგარიშით 7:6 7:5 დასრულდა და ფინალში იგი გერმანელი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელმაც ორ სეტში (6:3 6:4) იტალიელ მატეო ბერეტინი მარტივად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზვერევმა 1/4 ფინალში მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ასპარეზობას გამოთიშა. შანხაის 1000-იანი სერიის „მასტერსის“ ფინალი ხვალ თბილისის დროით 12.30 საათზე დაიწყება.

მსგავსი