შანიძის ქუჩაძე სროლის შედეგად დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა
შანიძის ქუჩაძე სროლის შედეგად დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა

მედიკოსების შეფასებით, შანიძის ქუჩაძე სროლის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, აცხადებენ, რომ პაციენტს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ზურგის არეში გამჭოლი ჭრილობა, ოღონდ გამოსავლის გარეშე. სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არ შეაღწია გულ-მკერდის ღრუში, არც მუცლის ღრუში. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურია. მოხვედრილია ერთი ტყვია. ახლა რეანიმაციაშია, პოსტოპერაციულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, კობა თაბაგირმა.