შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს დღეს გაეცნობა
შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს დღეს გაეცნობა

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში საქმის მასალებს გადასცემენ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატის ინფორმაციით, რაფაელ მურსაკულოვი არ იცნობდა შანაი ბრუკს და მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

„გუშინ შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს ბრალს. შანაი ბრუკთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, არც ნაცნობობა, არ ჰყავს ნანახი, არ იცნობდა. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. ექსპერტიზის დასკვნაც რაზე მეტყველებს და როგორ არის დასაბუთებული, ჯერ არ ვიცი. გავეცნობი და მერე მოგაწვდით ინფორმაციას. ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს და საერთოდ უარყოფს ამ საქმესთან შემხებლობას, ვიცი პოზიცია, რომ არც ერთ აღკვეთის ღონისძიებას არ დავეთანხმები“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი გუშინ დააკავა.