შალვა თადუმაძეს გიგა ბოკერიამ სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება სთხოვა
შალვა თადუმაძეს გიგა ბოკერიამ სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება სთხოვა

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება სთხოვა, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს და შესაბამისად, ვინაობებს ვერ დაასახელებს.

ამის შემდეგ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,- განაცხადა კანდიდატმა დეპუტატის პასუხად.

ამასთან, გენერალურ პროკურორს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ კითხვა დაუსვა, ვინ ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“ ასწავლიდა. კახიძემ ნიშნების ფურცელიც წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ თადუმაძე სამართლის ისტორიას სწავლობდა. მას ჰკითხეს აღნიშნულ საგანში რა ნიშანი ჰყავდა, თადუმაძემ კი, პასუხად აღნიშნა: „სამიანი მყავს სამწუხაროდ“.

ამასთან, როგორც სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, თადუმაძე საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

 

დატოვე კომენტარი