შალვა თადუმაძე - პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ
შალვა თადუმაძე - პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ

პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

დეპუტატის კითხვაზე, რამ მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, თადუმაძემ განმარტა: „ყველა იურისტისთვის მოსამართლის სტატუსი ყველაზე აღმატებულია, რაც შეიძლება იურისტს ჰქონდეს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ბუნებრივია, მქონდა ფიქრი, რომ პარლამენტმა მომცა შესაძლებლობა, ვიყო საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრული ვადით. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მართლმსაჯულების სფეროსთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მსგავსი შესაძლებლობა აღარასდროს მომცემოდა. შემეძლო, პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა და შემდეგ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს დიდ უპატივცემულობად ჩავთვალე პარლამენტის წინაშე – პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო მენდობა, აბსოლუტურად ღიად ვარ წარმოდგენილი პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს, სად უფრო საჭირო ვარ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დატოვე კომენტარი