შალვა თადუმაძე - მოვედი იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე, არ ვაპირებ საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა - არა
შალვა თადუმაძე - მოვედი იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე, არ ვაპირებ საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა - არა

მე არ ვარ მოსული ნამეცადინები იურისტი, მე მოვედი იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე, – ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს.

ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერსდა, იცნობდა თუ არა შალვა თადუმაძე სასამართლოს განვითარების სტრატეგიას.

„მე არ ვარ აქ მოსული ნამეცადინები იურისტი, მე მოვედი იმ გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე და არ ვაპირებ ახლა საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა არ უნდა წამეკითხა. თუ გაინტერესებს, მე და თქვენს შორის ვინ უფრო მაგარი იურისტია, მე ვარ მაგარი იურისტი. თუ გაინტერესებთ, სასამართლო სისტემას ვინ უფრო იცნობს, მე უფრო ვიცნობ, იმიტომ, რომ საპროცესო საქმიანობას ვახორციელებდი, რეფორმების ნაწილში ვმუშაობდი და მომავალშიც საპროცესო საქმიანობას განვახორციელებ. ამიტომ, ასე ნუ ვისაუბრებთ მე და თქვენ, მით უმეტეს, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის კატეგორია, რომლითაც საბჭოს წევრმა გასაუბრების კანდიდატს უნდა ელაპარაკოს. აქ მე სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, შალვა თადუმაძეს აქვს „დიდ თანამდებობაზე პრეტენზია“, შესაბამისად გაჩნდა კითხვის დასმის აუცილებლობა.

„ძალიან დიდ თანამდებობაზე გაქვთ პრეტენზია და საზოგადოება გიყურებთ. ამ შემთხევაში გკითხეთ სტრატეგიის შესახებ, რადგან თქვენ თვლით, არასწორია, სასამართლო თვითონ საუბრობდეს კორუფციის რისკებზეო. სასამართლო სისტემაში არის ძალიან ბევრი რისკები, რომელზეც საუბარია სტრატეგიაში და თუ ეს არ იცით და არ გინახავთ, გითხარით, რომ კარგი იქნებოდა გაცნობოდეთ“, – განმარტა საკუთარი კითხვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„ეს არის შეფასებითი ნაწილი და თქვენ არ გაქვთ ჩემი შეფასების საჯაროდ გამოხატვის უფლება. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ არ ვეთანხმები თადუმაძის ოცეულში გადაყავნას, მაგრამ საჯაროდ მიმითითოთ როდის რა უნდა წამეკითა? მე და თქვენ ერთ აზრზე ვართ თუ არა, ეს ის კონკურის არ არის. მიუხედავად წაკითხული მაქვს თუ არა სტრატეგია, მიმაჩნია რომ სასამართლო სტრატეგიაში არ უნდა საუბრობდეს სასამართლოში კორუფციის რისკებზე“, – უპასუხა შალვა თადუმაძემ ნაზი ჯანეზაშვილს.