შალვა თადუმაძე - მე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე
შალვა თადუმაძე - მე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე

მე განვიხილავ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული შემადგენლობიდან კი შეირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.