შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

მთაწმინდის ოლქში ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატმა, შალვა შავგილიძემ დღეს ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

კანდიდატმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ გააცნო საკუთარი საარჩევნო პროგრამა და იმ მიზნებზე ესაუბრა, რომელის მიღწევასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

„საზოგადოებამ ვერ ნახა„ ქართული ოცნების“ მიერ მოტანილი ვერც სამართლიანობა და ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილება, უკვე მყარად არის გამჯდარი საზოგადოებაში. მთაწმინდელ ამომრჩეველს ხვალ აქვს ძალიან კარგი შანსი, გააკეთოს არჩევანი და ხვალ მთაწმინდელმა ამომრჩეველმა დაიწყოს ხელისუფლების საპარლამენტო ცვლილება“, – განაცხადა შავგულიძემ.

მაან საპრეზიდენტო არჩევნებს სამარცხვინოდ ჩატარებული უწოდა და აღნიშნა, რომ ამას საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

„ვნახეთ, როგორ დაიწყეს ცილისმწამებლური და შავი კამპანია, რომელსაც დასაბამი დაუდო თავად „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. ასე რომ, საარჩევნო გარემოზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მაგრამ მათ მიერ არჩეული გზა ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება წარმავალია“, –  განაცხადა შალვა შავგულიძემ.