შალვა შავგულიძე - „თავისუფალი დემოკრატები" და „ევროპული საქართველო" გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას
შალვა შავგულიძე - „თავისუფალი დემოკრატები" და „ევროპული საქართველო" გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას

„თავისუფალი დემოკრატები” და „ევროპული საქართველო” გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კონკრეტულად რა სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბდება ეს თანამშრომლობა, ტექნიკური საკითხია.”

„თავისუფალი დემოკრატები” და „ევროპული საქართველო” გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობებს ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაგრძელებთ კოორდინაციას დასავლური ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორედ არჩევნების გზით შევცვლით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.