შალვა შავგულიძე - მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ გაგრძელდეს მოსამართლეთა დანიშვნები, მმართველი გუნდი არავის აზრს ითვალისწინებს
შალვა შავგულიძე - მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ გაგრძელდეს მოსამართლეთა დანიშვნები, მმართველი გუნდი არავის აზრს ითვალისწინებს

მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ გაგრძელდეს მოსამართლეთა დანიშვნები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამას არ ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მხოლოდ მისეულად წაიკითხოს მიშელის დოკუმენტის არა მარტო სულისკვეთება, არამედ პირდაპირ პუნქტობრივი ჩანაწერები და მოთხოვნები. მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს სასამართლო რეფორმა და შემდეგ გაგრძელდეს დანიშვნები. უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა დანიშვნებზე ორი პუნქტია მიძღვნილი, სადაც პირდაპირ დაკონკრეტებულია, რომ პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან რეფორმის განხორციელებამდე და მიმდინარე დანიშვნებიც, რომ არსებობდეს, მიმდინარე დანიშვნებიც უნდა ყოფილიყო შეჩერებული. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამის იგნორირება მოახდინა. საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ შევედით იმ პროცედურაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება. სწორია სახალხო დამცველის პოზიციაც და ალბათ არასამთავრობო სექტორიც ამ პოზიციას აირჩევს. ყველა ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, სახალხო დამცველი თუ ნებისმიერი სხვა, ვისთვისაც ღირებულია, რომ მიშელის დოკუმენტი იყოს განხორციელებული, ყველა მსურველი იქნება, რომ ეს შესრულდეს.

ჩვენ ვისმენდით შეერთებული შტატების ელჩის რამდენიმე მკაფიო განცხადებას, რომელმაც ყვითელი მარკერით გაუხაზა კიდეც ხელისუფლებას ის ორი პუნქტი, რომლიდან გამომდინარეც არ შეიძლება მოსამართლეების დანიშვნა. მმართველი გუნდი არავის აზრს ითვალისწინებს და საკუთარი პარტიული დღის წესრიგით და ვიწროპოლიტიკური საჭიროებებიდან გამომდინარე უდგებიან ამ საკითხს. ასე ვერ ჩაივლის, ამას მოჰყვება პროტესტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგანაც მოსალოდნელია მკაცრი რეაგირება. „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე დადგება, თუ იმას შეასრულებს, რაზეც ხელი მოაწერა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დატოვე კომენტარი