შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ მიშელის შეთანხმების ტექსტი სრულფასოვანი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, შესაძლებელია, საკმარისად ჩაითვალოს
შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ მიშელის შეთანხმების ტექსტი სრულფასოვანი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, შესაძლებელია, საკმარისად ჩაითვალოს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი, შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ შეთანხმების ტექსტი სრულფასოვანი არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის მაინც შესაძლებელია, საკმარისად ჩაითვალოს.

შავგულიძე განმარტავს, რომ იგი არ იზიარებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხის მიბმას, ისევე, როგორც დასაზუსტებელია გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხები, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც მელიასთან დაკავშირებით გირაოზეა საუბარი.

შავგულიძე ამბობს, რომ იგი შეეცდებოდა, პარტნიორები დოკუმენტში კორექტივებზე დაეყოლიებინა, თუმცა შეკითხვაზე, თუკი შეთანხმების ტექსტში სხვა ცვლილება აღარ შევა, მზადაა თუ არა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, შავგულიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის ის უფრო შეთანხმებისკენ იხრება.

,,იმ შედეგების განსასაზღვრად, რაც „ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო კომისიამ დააფიქსირა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, იმის გამოყენება, რა შედეგს უჩვენებს ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“,  ნამდვილად არ გამოდგენა. ვერ ებმის ეს ორი თემა ერთმანეთს და არ ვეთანხმები. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს კონფრონტაციაში დასავლეთთან. მე პრინციპულად მომხრე ვარ, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და დასავლეთის ეს ჩართულობა იქნას დანახული, სათანადოდ დაფასებული. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მარტონი რუსთის წინაშე, ესაა სწორედ ივანიშვილის მიზანი. აქედან გამომდინარე, უფრო ვიხრები, რომ საბოლოო ტექსტი საკმარისად ჩაითვალოს“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი