შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს, დანაშაულის შემადგენლობა ნიკა მელიას მოქმედებაში არ ყოფილა
შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს, დანაშაულის შემადგენლობა ნიკა მელიას მოქმედებაში არ ყოფილა

ხელისუფლება ცდილობს საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალოს და ეს სხვა ოპოზიცია და ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი უნდა იყოს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულძემ პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

შალვა შავგულიძის თქმით, მელიას წინააღმდეგ ვერავითარი ბრალდება დადასტურებული ვერ იქნება.

„ხელისუფლება ცდილობს საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალოს და რა თქმა უნდა, ეს სხვა ოპოზიცია და ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი უნდა იყოს. ამით ცდილობს საკუთარი დანაშაული გადაფაროს. ეს არ გაუვა. არავითარი დანაშაულის შემადგენლობა არც ნიკა მელიას მოქმედებაში და არც არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენლის მოქმედებაში და არცერთი იმ აქციის წევრის და მონაწილის შემადგენლობაში არ ყოფილა.

ვერავითარი ბრალდება მელიას წინააღმდეგ დადასტურებული ვერ იქნება. მაგრამ ბრალდება დაუდასტურდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალიან ბევრ წარმომადგენელს, დაწყებული შინაგან საქმეთა მინისტრიდან და შეიძლება ზევითაც, პარტიის თავმჯდომარემდე მივიდეს ეს ვერტიკალი.

თუ დანაშაული ვინმემ ჩაიდინა, ეს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. მათ მშვიდობიანი მიტინგი დახვრიტეს. მათ ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე გამოიყენეს მიტინგის დაშლის ისეთი იარაღი, როგორიც არის რეზინის ტყვიები. იმავდროულად გამოიყენეს რეზინის ტყვიების ისეთი სახე, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ არ გამოიყენება და ნაკლებად ლეტალურის სახელი ქვია. ეს ტყვიები ცხოველების შესაჩერებლად გამოიყენება, თუ კი ისინი კონტროლისან გამოდიან. ამ ოპერაციას სადამსჯელო სახე ჰქონდა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.