შალვა შავგულიძე - ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის
შალვა შავგულიძე - ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის

პარლამენტის წევრი გახდება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი აქ არაფერია, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

„თვალს ვუსწორებთ იმ ფაქტს, რომ არჩევნების შედეგი დადგა და ეს შედეგი მოქმედებაში იქნება. პარლამენტის წევრი გახდება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი აქ არაფერია.

დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ხელისუფლებამ ეს არჩევნები და პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გაეყვანა ამ მეთოდებით, ამიტომ ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.