შალვა შავგულიძე - ჩემთვის არავის დაუძახია, ჩემი ინიციატივა იყო „ევროპულ საქართველოსთან" ურთიერთობა
შალვა შავგულიძე - ჩემთვის არავის დაუძახია, ჩემი ინიციატივა იყო „ევროპულ საქართველოსთან" ურთიერთობა

ჩემთვის არავის დაუძახია, „ევროპულ საქართველოსთან“ მაქვს ურთიერთობა და კონკრეტულად ჩემი ინიციატივა იყო, მე დაველაპარაკე პირადად, – განაცხადა ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, სრულიად გააზრებულად და მთელი პასუხისმგებლობით დგას იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ვისთან ერთადაც აქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის მომავლის და ქვეყანაში სამართლის მოტანის. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად გრძელვადიანი იქნება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ თანამშრომლობა და რამდენად იქნება ეს თანამშრომლობა დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე, შალვა შავგულიძემ აღნიშნა, რომ მათი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება და ის უშუალოდ ამ არჩევნების შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული, ვინაიდან ისინი ერთმანეთს პარტნიორებად გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავენ.