შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურა განიხილება
შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურა განიხილება

შალვა შავგულიძე ადასტურებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურა განიხილება.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციის საერთო შეთანხმების შედეგად, დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ.

„ჯერ გადანაწილებული და გადაწყვეტილი არაფერი არაა. კანდიდატურები განიხილება თბილისის სხვადასხვა ოლქში. მთაწმინდაზე ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურა განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამ მაგიდასთან, ოპოზიციის საერთო შეთანხმების შედეგად“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ევროპული საქართველო“ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ელენე ხოშტარიას, შალვა შავგულიძის, გიორგი ვაშაძისა და შალვა ნათელაშვილის კანდიდატურებს სთავაზობს.