შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე დასწრება უხერხულობას არ უქმნის
შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე დასწრება უხერხულობას არ უქმნის

ძალიან არასწორია მესიჯი, მიქმნის თუ არა უხერხულობას „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ყოფნა, უხერხულობას არ მიქმნის. როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობით ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში ხალხს სამართლის მოტანას დავპირდით, ამ ღირებულებას უღალატა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელიც ენმ-ს ყრილობას ესწრება.

შავგულიძის თქმით,  „თავისუფალ დემოკრატები“ ყრილობას მიწვეული სტატუსის რანგში ესწრებია.

„თავისუფალ დემოკრატებს“ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს კომუნიკაცია, კოორდინაცია ევროპული და დასავლური ორიენტაციის ძალებათან. ასეთ ძალას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მიქმნის უხერხულობას ყრილობაზე დასწრება, უხერხულობას არ მიქმნის და ძალიან არასწორია მესიჯი, ვინაიდან, როდესაც ვიყავი ადვოკატი და ვიბრძოდი სახელმწიფო ძალადოდობის წინააღმდეგ ადამიანებზე, როდესაც შეიქმნა „თავისუფალი დემოკრატები“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობით ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში და დავამარცხეთ წინა ხელისუფლება, სწორედ ამას დავპირდით ჩვენ ხალხს – სამართლის მოტანას ქვეყანაშ., ამ ღირებულებას უღალატა „ქართულმა ოცნებამ“.

„ოცნებამ“ გადაიბარა უსამართლობა და კონტროლირებადი სასამართლო, ისე რომ ჩვენ პოზიციები არ შეგვიცვლია – არც მე და არც ჩემ პოლიტიკურ ძალას“,- განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც საჭიროა სახელმწიფო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალისხმევა ყველა შესაძლო პარტნიორთან უნდა გააერთიანო.

„თუ ისეთი განმასხვავებელი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით არ გაქვს, რაც შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას, ძალისხმევა ყველა შესაძლო პარტნიორთან უნდა გააერთიანო. ჩემთვის და „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ასეთი წითელი ხაზია საგარეო ვექტორი. ყველა პროდასავლურ ძალასთან გვექნება თანამშრომლობა სხხადასხვა ხარისხით. ესე მტრული განწყობებით ნუ იქნება ნურავინ და ნუ შეეცდება ბანაკებად დაყოს საზოგადოება, რაც ხელს აძლევს ჩვენ რეალურ საგარეო მტერს, „ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მტრული განწყობილების დათესვაში, სინამდვილეში წყალს ასხვს საგარეო მტრის წისვქილზე და საუბარია რუსეთზე“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.