შალვა შავგულიძე - 9 აპრილის გმირები სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე
შალვა შავგულიძე - 9 აპრილის გმირები სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე

9 აპრილი ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტია ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ქართველმა ხალხმა საჯაროდ გამოხატა დამოუკიდებლობის სურვილი, რასაც რუსეთმა მყისიერად ტანკებითა და სისხლით უპასუხა, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასე დაიწყო რუსეთმა დაუფარავი სამხედრო აგრესია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც შემდგომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ომებით განაგრძო.

„9 აპრილის გმირები სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე და ამ ვალის გადახდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლომდე მიყვანით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად აღდგენით შეგვიძლია მხოლოდ. ეს ვალი აუცილებლად უნდა გავისტუმროთ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.