შალვა პაუაშვილი - არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი შეჩერებულიყო, როცა კრიტიკას ვისმენთ, არგუმენტი არ არის
შალვა პაუაშვილი - არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი შეჩერებულიყო, როცა კრიტიკას ვისმენთ, არგუმენტი არ არის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. ვაკანსიები დასაკომპლექტებელია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

„ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცესია, რამდენიმე მექანიზმია გასაჩივრების გამჭვირვალობის. ყველანაირად, ეს არის ინკლუზიური პროცესი. არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის პროცესი შეჩერებულიყო. როცა კრიტიკას ვისმენთ, არგუმენტი არ არის. ერთადერთია არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ უნდა იყოს მიღებული. დემოკრატია ასე არ ფუნქციონირებს, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ იღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი