შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ანა მარია შიკოსთან შეხვედრაზე ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობის შესახებ აღნიშნა, რომელმაც „მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები“.
„ხაზი გავუსვი ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩოხელშეკრულებას.
ელჩს მადლობა გადავუხადე ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებისთვის და წარმატება ვუსურვე მის შემდგომ საქმიანობაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.