შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - ქვეყნის, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა არიან სუს-ის თანამშრომლები, პატივი ეცით მათ
შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა - ქვეყნის, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა არიან სუს-ის თანამშრომლები, პატივი ეცით მათ

წელიწად-ნახევარია, რეგიონში მიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ომი. წელიწად-ნახევარია, ამ ქვეყანაში არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული გამოძიების შესახებ საუბრობდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნას, რომელსაც არ გააჩნია ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ამ ქვეყნის უსაფრთხოება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე და ოფიცრებზე დგას.

„ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და არანაირი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტია, ერთადერთი უსაფრთხოების ქოლგა, რაც უზრუნველყოფს, რომ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა, არიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ოფიცრები. როდესაც თქვენ ასე აგდებულად საუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაზე და, აქედან გამომდინარე, განცხადებაზე, პარლამენტის წევრი, რომელიც ხართ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე, პოზიციონირებთ ხოლმე უსაფრთხოების ექსპერტად და უაპელაციოდ ნდობას უცხადებთ ხოლმე უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს და ადმინისტრაციებს და უაპელაციოდ უნდობლობას უცხადებთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ოფიცრებს, რომლის შრომის შედეგია თქვენი და ქვეყნის სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, ბევრი ციტატა მოგაქვთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისა და გაქვთ მათი დიდი ნდობა და გაქვთ ნულოვანი ნდობა თქვენი ქვეყნის ოფიცრების მიმართ. ამიტომ ეცით პატივი მათ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და უსაფრთხოების ექსპერტმა. კიდევ ერთი საკითხი, თქვენ უსაფრთხოების ექსპერტობა გგონიათ მარტო სტრატეგიის კითხვა და მოკითხვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.