შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს მიმართა – ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ასე გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
თქვენ ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ყოჩაღ. თქვენ გინდათ ასე ხელისუფლებაში მოსვლა?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ტატა ხვედელიანს.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ტატა ხვედელიანს, რომელმაც „ქართული ოცნებას“ ჩინური ვერსია უწოდა.
„დღესღეობით, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე. ჩვენს მოქალაქეებს თავზე დაასვით „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსია მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია აღარ იცავს ამ პარტიას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.