შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა.
სხდომებზე განიხილეს პაბსეკ-ის მიმდინარე საქმიანობასთან, სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, წევრებმა იმსჯელეს პაბსეკ-ის 67-ე პლენარული სესიის დღის წესრიგის პროექტზე, დაამტკიცეს პაბსეკ-ის ვიცე-პრეზიდენტები და გაეცნენ ასამბლეის საქმიანობის ანგარიშს. პლენარული სხდომა 30 ივნისს გაიმართება.
პაბსეკ-ის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები ტარდება საქართველოს მიერ პაბსეკ-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში.