შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

14:34, 09.07.2026

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

„ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.

შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ჩინეთში თავისი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე და გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე.

მხარეებმა განიხილეს მზარდი საპარლამენტო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, განიხილეს რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი