შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს მიმართა - არაა გასაკვირი, სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, თქვენი წარსული ხომ ამას აჩვენებს? როგორ შექმნიდით წამების სისტემას, ადამიანს თუ ადამიანად აღიქვამდით?!
შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს მიმართა - არაა გასაკვირი, სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, თქვენი წარსული ხომ ამას აჩვენებს? როგორ შექმნიდით წამების სისტემას, ადამიანს თუ ადამიანად აღიქვამდით?!

სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „არსებად“ მოიხსენია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამადაშვილის განცხადებაში შეურაცხმყოფელიც ბევრი რამ იყო, თუმცა ის, რაც ადამიანის ღირსებას ეხება, უმთავრესია.

„თქვენ თქვენს სიტყვაში ადამიანი მოიხსენიეთ არსებად. თქვენი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ თქვენთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, სხვები არსებებად მიგაჩნიათ. სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა. თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! აბა, იმ წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ. ეს მომენტი, მინდოდა, შემეხსენებინა, ვინაიდან ეს არის ღირსების შემლახველი. შეურაცხმყოფელიც ბევრი იყო, მაგრამ ადამიანის ღირსება უმთავრესია, როდესაც ადამიანს გონებაში აღიქვამთ არა ადამიანად, თავისი ადამიანური ღირსებებით, არამედ უწოდებთ ბიომასებს და ა.შ. გვახსოვს თქვენი ჯგუფიდან ასეთი სიტყვები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.