შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა - ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი დელეგაციები არ არსებობს, საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი
შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა - ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენი დელეგაციები არ არსებობს, საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი

ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში რომან გოცირიძეს.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა: „რატომ არ ჩახვედით უკრაინაში, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არც ერთი წარმომადგენელი მთავრობიდან. რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა. ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? კი არ ჩავიდა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ“.

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მოუწოდა, ისტორიას პატივი სცეს.

„ამ დარბაზში ტყუილი პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, ვიტყვი, ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა? ერთ რამეს შეგახსენებთ, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? ვინ არ წამოვიდა?,  „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც იყო მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ჩავიდა კიევში. ასე რომ, მოდით, ისტორიას პატივი ვცეთ. თქვენი დელეგაციები არ არსებობს, საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.