შალვა პაპუაშვილმა პაატა მანჯგალაძეს მიმართა - მტრები თუ ვართ, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ, ჩამოყალიბდით, თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულში გიყვარვართ
შალვა პაპუაშვილმა პაატა მანჯგალაძეს მიმართა - მტრები თუ ვართ, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ, ჩამოყალიბდით, თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულში გიყვარვართ

მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, ჩამოყალიბდით, თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გულში გიყვარვართ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს.

„ბატონო პაატა, ჩამოყალიბდით. მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ. ჩამოყალიბდით თქვენს დამოკიდებულებაში, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ გულში გიყვარვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.