შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - შემოგვიერთდით, რომ მიმდინარე წელი დემოკრატიული არჩევნების, ქვეყნის გაერთიანების, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - შემოგვიერთდით, რომ მიმდინარე წელი დემოკრატიული არჩევნების, ქვეყნის გაერთიანების, ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს

მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშისა და წლევანდელი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი ერთიანი და  საერთო სამშობლოს – საქართველოს უპირველესი ინტერესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.