შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ხალხის არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, თუ მართლა მაგის გჯერათ, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ხელისუფლებას ამხობდეთ
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ხალხის არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, თუ მართლა მაგის გჯერათ, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ხელისუფლებას ამხობდეთ

ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებული ზღაპრის არ სჯერა, თუმცა ადამიანებში ყოველდღიურად აღვივებენ ზიზღს ე.წ. პრორუსულობის გამო.

„რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი მოაქვთ რუსეთი რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, კომიკურად რომ იქციეს უკვე თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ. ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. და თუ არ გჯერათ პრორუსულობასთან დაკავშირებით ამ ზღაპრის, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.