შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა გამართა

17:38, 27.09.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს,  ხავიერ კოლომინას შეხვდა.

პაპუაშვილმა კოლომინას მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

პარლამენტის თავმჯდომარენ კოლომინასთან, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის მზაობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი