შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაილის ინსტიტუტში გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაილის ინსტიტუტში გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კლინგენდაილის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ექსპერტებთან გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტების კითხვების პასუხად, შალვა პაპუაშვილი დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და მის შედეგებზე საქართველოსა და რეგიონისთვის. შალვა პაპუაშვილმა ასევე მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მზარდი ტრანზიტული პოტენციალი.

საჯარო დისკუსია შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლები დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.