შალვა პაპუაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, კანონპროექტთან „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები, ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მმართველობის პერიოდში, ხელოვნურად არის შექმნილი. კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.