შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან.

„შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. უპირველესად, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში, იაპონელი კოლეგებისგან ისედაც მხარდაჭერილია, თუმცა ამ თვალსაზრისით, ძალისხმევის მომატება მნიშვნელოვანია. საუბარი იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმზე, სპორტზე, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს რეგიონს და მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.