შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 5 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ  
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 5 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 5 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომის შემდეგ სესიამდე კიდევ ერთხელ გაიარეს კონსულტაციები და მოსმენის ბოლო ვადად ხუთი იანვარი დადგინდა.

„ფრაქციების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით ვადებზე კიდევ ერთხელ გავიარეთ კონსულტაციები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208 მუხლის მეათე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გამოიყენება ამ შემთხვევაში. 5 იანვარი არის ბოლო ვადა. ფრაქციებს 5 იანვრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაესაუბრონ, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.