შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, მისით აღფრთოვანებული კადრები
შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, მისით აღფრთოვანებული კადრები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართთველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საკითხს ეხმაურება.

„ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციების მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.

მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა: აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე, ტვ იბერიის საქმეზე – 1 წელი და 6 თვე, ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე – 5 წელი და 3 თვე, კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე – 6 წელი. ბრალდებულია: რობაქიძის საქმეზე, ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ე.წ ციხის კადრების საქმეზე“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს.

საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს, რომ ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შეტანილი. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომელიც კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში, მაისში უნდა დასრულდეს.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

🤦 ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 12 აპრილი, 2021