შალვა პაპუაშვილი - ყველას პასუხისმგებლობაა, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს
შალვა პაპუაშვილი - ყველას პასუხისმგებლობაა, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს

ყველას პასუხისმგებლობაა, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, რომ დიალოგის პროცესში კონსტრუქციული იყოს.

„ვფიქრობ, მოლაპარაკების დროს იმაზე საუბარი, რომ ბურთი ერთ მხარეს ან მეორე მხარეს არის, ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევის ნიშანია. ამიტომ ბურთი საერთო მოედანზეა. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ამ დიალოგის ინიციატორი ვიყავით. იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება.

დიალოგში ულტიმატუმების ადგილი არ არის. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, არჩევნები ჩატარდა, მოქალაქეებმა თავიანთი ნება გამოთქვეს. ამ ნებას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი წარმოდგენაა მრავალფეროვანი პარლამენტი და ეს ასახულია კონსტიტუციაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის მიღებული.

ერთი რამე ცნობილია, რომ თუ კი ვინმე რამე შეთავაზებას აკეთებდა, იყო სწორედ „ქართული ოცნება“. გადათვლა შევთავაზეთ, უარი მივიღეთ, კამერების ნახვაზეც უარი მივიღეთ. გვესმის მხოლოდ ულტიმატუმის ენა. რა შედეგით დასრულდება, ვერაფერს ვერ გეტყვით.
ჩვენი განწყობაა, წარმატებას მივაღწიოთ ამ დიალოგში. მზად ვართ, კონსტრუქციულები ვიყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.