შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი იყო და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ვალდებულია, ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას
შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი იყო და წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, ვალდებულია, ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას

ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებისა და ლიდერების აღიარებები, ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცი, ამას ვინ და როდის დაადასტურებს, დიდი ხანია, უკვე ფასი აქვს დაკარგული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტმა ლიდერებმა თუკი რამე შეიძლება გააკეთონ, არის ის, რომ ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

„ეს არის მათი პასუხისმგებლობა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნაწილი იყო და თავისი წვლილი შეიტანა წამების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც არსებობდა მაშინ, ყველა ვალდებულია, ჩამოსცილდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას, დაკავდეს თავისი კერძო ცხოვრებით, განავითაროს თავისი სხვა უნარები, რომელიც უნდა, მაგრამ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის მიუღებელი, ვინაიდან ისინი არიან ადამიანის ღირსების შემლახველი რეჟიმის წარმომადგენლები. მათი რეინკარნაცია არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.