შალვა პაპუაშვილი - ყველა შეეშვას ცრუ ნარატივებს, ამით განსაკუთრებით, „ლელო“ გამოირჩევა“, რათა სიტუაცია დაზაფროს, თუმცა არაფერი გამოსდით
ცრუ ნარატივებს ყველა შეეშვას, ამით განსაკუთრებით, „ლელო“ გამოირჩევა“, რომ სიტუაცია დაზაფროს, თუმცა არაფერი გამოსდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მათ მიერ „ლელოს“ მხრიდან დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ცრუ ნარატივებს ყველა შეეშვას, ამით განსაკუთრებით, „ლელო“ გამოირჩევა“ თავისი ტელევიზიით, რომ სიტუაცია დაზაფროს, თუმცა არაფერი გამოსდით. „ლელო“ ოზურგეთში გადასაყვან ყუთს არ გაჰყვა, რაც მისი მხრიდან დარღვევაა. „ლელო“-მ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს, რაც დარღვევაა და ამის თაობაზე საჩივარს დავწერთ, რადგან როგორც ჩანს, მათ ხმის ჩაწერა სურთ. ყოველ შემთხვევაში, ამ კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს. ერთ-ერთ უბანზე, „ლელო“-ს წარმომადგენელი საჩივარს წერდა, თითქოს გაჟონვის თაობაზე, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და ეს დავაფიქსირეთ. წინა არჩევნებიდანაც გვახსოვს ცრუ ნარატივები. ვიღაცამ შეიძლება, ვიღაცას ფული მიაწოდოს, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ყოფით ურთიერთობის დონეზე და ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდეს არჩევნებთან. გვახსოვს, ქმარმა ცოლს თანხა მისცა და უნდოდათ, ეს ქართული საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ, თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა. იმედია, არავინ იფიქრებს იმაზე, რომ ქმრები ცოლების მოსყიდვას ცდილობენ არჩევნების დღეს“, – განაცხადა პაპუაშილმა.